დაბა მესტიის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 31, 2021

31.03.21 – მესტია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, დაბა მესტიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატოს ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ ხელშესახებ სარგებელზე, რასაც საქართველო იღებს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.