დაბა შუახევის სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 11, 2022
11.11.22 – დაბა შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მაღალმთიან აჭარაში, დაბა შუახევის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის ამაღლებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი მზია გოგაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობასა და საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.