დაბა სურამის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2023
19.04.23 – დაბა სურამი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მისი გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზეც ისაუბრეს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
მომხსენებელმა, ასევე, მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მათში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.