დაბა წაღვერის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 18, 2023

18.05.23 – დაბა წაღვერი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, აგრეთვე, განხილული იყო ევროკავშირის დაარსების ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგია და ახალგაზრდული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები.

შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა, გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა, ხოლო ყველა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.