დაბა ჟინვალის ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 19, 2022

19.07.22 – ჟინვალი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა ჟინვალის ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.