დამია გიორახის სათემო ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 4, 2022
04.07.22 – დამია გიორახი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დამია გიორახის სათემო ცენტრის ბენეფიციარებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილი, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და გაწევრიანების მექანიზმებზე, ალიანსის დღის წესრიგში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგებზე ესაუბრა.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ფაგან აბბასოვმა, აუდიტორიას ნატო-ს შექმნის ისტორიული კონტექსტი და მისი გაფართოების ეტაპები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ, ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.