დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის სკოლების მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 17, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  აჭარის ბიურომ, ბათუმის განათლების, განვითარებისა და  დასაქმების  ცენტრთან თანამშრომლობით,  აჭარის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების მაწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, პედაგოგებს  საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური  ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასოცირების  ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების  შესახებ, ვიზალიბერალიზაციით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე მიიღეს ინფორმაცია, აგრეთვე  გაეცნენ  ნატო-სა და  ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს.  მომხსენებელმა  ევროკავშირის  მიერ დაფინანსებულ   საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა და პედაგოგების აქტიურ ჩართულობაზე  გაამახვილა  ყურადღება.   საუბარი შეეხო  ანტი-დასავლურ  პროპაგანდას,  დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებსა  და  ციფრულ  სივრცეში  მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს.