დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის მედია სკოლის სტუდენტებისთვის შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 17, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქუთაისის მედია სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ, ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე. მსმენელებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მათი ჩართულობის შესაძლებლობებზე შესახებ.

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს სტაჟიორმა ბექა კვარაცხელიამ, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონულ წარმომადგენლობასთან, მედია სკოლის მონაწილეებს ნატო-ს გემებზე ვიზიტის შთაბეჭდილებები გაუზიარა და ერასმუს+ საგანმანათლებლო გასვლით პროგრამებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.