დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 19, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა შუახევში სალომე აბულაძემ, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.