დასავლური ინტეგრაცის საკითხებზე რუსთავის სკოლის მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიურომ, ქალაქ რუსთავის მე-13 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ევროკავშირის შესახებ მითებსა და ანტიდასავლური განწობების ფორმირებაში მათ გავლენაზე ისაუბრა. მონაწილეებმა, ასევე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია.
დისკუსიის ფორმატში განიხილეს ქვეყნის ისტორიული კავშირი ევროპასთან და საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობა.
სემინარს, ასევე, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.