დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 7, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მაწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გამიართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე, ნატო-სა და ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტი-დასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებსა და ციფრულ სივრცეში მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს. მომხსენებელმა აგრეთვე ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ვიზალიბერალიზაციით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პედაგოგების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.