დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

მარტი 16, 2021

16.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პედაგოგებისთვის დეზინფორმაციასა და მედეგობის გაძლიერების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 150-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.