დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 2, 2021

02.04.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის დეზინფორმაციასა და მედეგობის გაძლიერების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.