დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 10, 2022

10.02.22 – სამეგრელო

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო“-ს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა მონაწილეებს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.

შეხვედრას, რომელსაც 140–მდე პედაგოგი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო–ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.