“დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის” ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2023

08.02.23 – თბილისი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ ფარგლებში, ზამთრის სკოლის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მოწვეულმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლექციები ჩაუტარეს.

ლექციებზე საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, მათ ამოცანებს, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, უსაფრთხოების პოლიტიკას, არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლას“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.