დმანისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 4, 2022

04.08.22 – სოფელი ზემო ოროზმანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის სათემო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში, თემურ სუყაშვილმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი სხვადასვხა პროგრამების საშუალებით გვთავაზობს.
საუბარი, ასევე, შეეხო ნატოსა და ევროკავშირის მიმართ გავრცელებულ მითებს, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებსა და სათემო ცენტრს ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი სანფორმაციო მასალები გადაეცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.