დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 22, 2021

22.10.21 – დმანისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მოსწავლეებს ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია, ორგანიზაციის მთავარი პრინციპები და ამოცანები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.