დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მაისი 11, 2023

11.05.23 – სოფელი ამამლო

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობაზე და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიულ კონტექსტზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებზე.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე „Erasmus+“ და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.