დმანისის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 26, 2023

26.10.23 – დმანისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მედიაწიგნიერების ექსპერტმა ანი გვეტაძემ, ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობების, ყალბი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე და მონაწილეებს ფოტო/ვიდეო და ტექსტური ინფორმაციის გაყალბებისა და დამახინჯების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.