დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა

მაისი 19, 2022

19.05.22 – დუშეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარის 45 მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის უწყვეტობის აუცილებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატო-ს როლზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, ნატოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.