დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 23, 2022

23.12.22 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს როლს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ნატოს მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.