დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, ადგილობრივ პედაგოგებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 17, 2022

17.05.22 – სოფელი ანანური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, ადგილობრივ პედაგოგებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, უახლოესი პროცესებისა და წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ამასთანავე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.