დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2023

27.01.23 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და სექტორულ განვითარებას. ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის ევროპულ სტანდარტებს, თუ როგორ ხდება აღნიშნული პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრება. საუბარი, ასევე, შეეხო გაწევრიანების გზაზე მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.