დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 28, 2022

28.09.22 – დუშეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველ და მეორე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეები და მათთან ბრძოლის გზები. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესსა და დღემდე მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.