დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 27, 2022

27.06.22 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველი და მეორე საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა.
სემინარის 39 მონაწილეს, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ისტორიული არჩევანის მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ გაუწია და ყურადღება გაამახვილა ცენტრის საქმიანობასა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.