დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2023
27.01.23 – დაბა ჟინვალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას, სექტორულ განვითარებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების როლს ქვეყნის განვითარებაში.
გარდა ამისა, მომხსენებელმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.