დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 21, 2023

21.03.23 – სოფელი მჭადიჯვარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.