დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 20, 2023
20.03.23 – სოფელი ოძისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.