დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის ადგილობრივ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2022

29.03.22 – სოფელი ჭოპორტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროს ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლებთან, მერიის თანამშრომლებთან, ადგილობრივ პედაგოგებსა და ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების პროგრამებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და კონკრეტულ ხელშესახებ სიკეთეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.