დუშეთის წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებსა და მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 21, 2022
21.07.22 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებსა და მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.