დუშეთის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 2, 2023
02.05.23 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დუშეთის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობით, საბჭოს წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.