დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 2, 2023

02.05.23 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.