დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 28, 2023

28.11.23 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექპსერტმა, სამხედრო ჟურნალისტიკის ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.