Erasmus + გაცვლითი პროგრამების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 18, 2021
18.05.21 – კახეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს ორგანიზებითა და საქართველოში პროგრამის Erasmus + ეროვნული ოფისის ინიციატივით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ და საქართველოში პროგრამის Erasmus + ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა ყურადღება გაამახვილეს იმ ძირითად სიკეთეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ და მიიღონ ევროპული განათლება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ჩართულობით.