Erasmus + ის პროგრამის კოორდინატორმა სტუდენტებს პროგრამ
მაისი 28, 2020
2020 წლის 28 მაისს, საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტისთვის Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის, ლიკა ღლონტის ონლაინ ლექცია გაიმართა.
ონლაინ ფორმატში ლიკა ღლონტმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებზე, პროგრამაში ჩართვის გზებზე, არსებულ გამოცდილებასა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რაც პროგრამის ფარგლებში იქნა მიღწეული. მომხსენებელმა განათლების მიღების მნიშვნელობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ევროპული კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობის შესაძლებლობაზე, რასაც მათ პროგრამა აძლევს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშნავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.