Erasmus + პროგრამების შესახებ ვებინარი გაიმართა
აპრილი 2, 2024
02.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და Erasmus + საქართველოს ოფისის ერთობლივი ინიციატივით, Erasmus + პროგრამების შესახებ ვებინარი გაიმართა.
ვებინარს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები და Erasmus + ოფისის კოორდინატორები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ირინა შამილაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება.
Erasmus + საქართველოს ოფისის კოორდინატორმა, მარიამ სულაშვილმა ვრცლად ისაუბრა Erasmus + პროგრამის მართვის, საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებისა და პროგრამაში მონაწილეობის საშუალებების შესახებ.