ესეების კონკურსის “რატომ ევროპა“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

იანვარი 22, 2024

22.01.24 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ა/ო ,,იალქანის“ ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, დაგეგმილ ღონისიძიებაში ჩერთო და ესეების კონკურსის “რატომ ევროპა“ მონაწილეებთან შეხვედრას შეუერთდა.

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა, რომელმაც აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

ღონისძიებაში, კონკურსანტებთან ერთად, მონაწილეობდნენ: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, განათლების მიმართულების წარმომადგენლები, კონკურსში ჩართული საჯარო და კერძო სკოლები პედაგოგები.

საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორებს ორგანიზაციისგან „იალქანი“ საჩუქრები, ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, კი კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და ხაზი გუსვა ორგანიზაციასთან “იალქანი“ თანამშრომლობით ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზებული აქტივობების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.