ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებზე სოფელ მამხუტში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ მამხუტში, სპეციალისტი, სოფლის ახალგაზრდობა და მოსწავლეები.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული გაერთიანებისა და გაფართოების ისტორია. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებით მიღებულ უპირატესობებზე. დისკუსიის რეჟიმში მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი საინფორმაციო თემატური მასალები.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.