ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალციხის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 2, 2021

02.03.21 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროსა და ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ორგანიზებით, ქალაქ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა მიმოიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და პერსპექტივები. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.