ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალციხის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 19, 2021

19.03.21 – ახალციხე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.