ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ამბროლაურის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 21, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობასa და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. დასასრულს მონაწილეებს თემატური მასალა გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.