ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 31, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით მოწვეულმა ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა და საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდული და სახელოვნებო ჯგუფების წარმომადგენლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: რას წარმოადგენს ევროკავშირი, რატომ არის მიმზიდველი ის მსოფლიოსთვის, რა მიზნები აქვს ამ გაერთიანებას, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება და სპეციალური კრიტერიუმების დაწესება, ასოცირების შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.