ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბოლნისის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, ბოლნისის კერძო სკოლის „დავითიანი“ საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებით მიღებული სიკეთეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ასევე საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე და პროგრამა Erasmus+ უპირატესობებზეც მიიღეს ინფორმაცია.