ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ-ს სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 17, 2021

17.06.21 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ-ს სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, კერძოდ იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. დისკუსიის ნაწილში განიხილეს ციფრული კომუნიკაციებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა, მზარდი ანტიდასავლური და დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ეფექტიანი ქმედებების პროცესში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.