ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 20, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის საჯარო სკოლების პედაგოგებთან  ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატოს ისტორიისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. ყურადღება გამახვილდა ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანასებულია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.