ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 24, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელმა სამსონ სიამაშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი მუჩაიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და პედაგოგებისათის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა ევროპულ ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მიერ მომავალი თაობებისთვის ინტეგრაციის პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.
შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.