ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 31, 2021

31.05.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოდარ ნადირაშვილმა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსენებელმა მიმოიხილა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა და ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის „ჯეიმოკი“ მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
„ჩვენ უნდა გვეამაყებოდეს, როგორც ქვეყანას, რომ არამხოლოდ მომხმარებელი ვართ უსაფრთხოებისა, არამედ ვართ კონტრიბუტორიც ამ უსაფრთხოების დიდ არქიტექტურასა და სისტემაში“ – აღნიშნა ნოდარ ნადირაშვილმა.
შეხვედრას, რომელსაც 70-მდე კურსანტი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.