ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის N9 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 26, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის N9 საჯარო სკოლაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფრომაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების საკითხებზე მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც საუბარი ეხებოდა ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღებულ სიკეთეებსა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს.