ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 28, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონალურმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების ისტორია მიმოიხილა, მოსწავლეებს ევროკავშირის შესახებ გავრცელებული ძირითადი მითები გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითად მიღწევებზე.

შეხვედრის დასასრულს, დისკუსიის ფორმატში მოსწავლეებმა დაასახელეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევად გაგრძელებისა და გაღრმავების ძირითადი მიზეზები.