ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კადეტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 22, 2021

22.06.21 – თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კადეტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებზე და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.